ვითიბი ბანკი ანაბრებზე აქციას აცხადებს

ვითიბი, საკუთარ მომხმარებელს, ვიდეობანკით გახსნილ ვადიან და ზრდად ანაბარზე, ლარში დამატებით 0,5%-ით მეტს, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 0,2%-ით მეტ სარგებელს სთავაზობს. აქცია 31 მარტამდე მოქმედებს და მასში მონაწილეობა ვითიბის ნებიმიერ მომხმარებელს შეუძლია. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარსა და ევროში. ვადიან ანაბარზე მაქსიმალური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,5% (ეფექტური 10%), ზრდად ანაბარზე 10,3% (ეფექტური 9,82%). ვადა 6-დან 24 თვემდე. ანაბარზე მეტი სარგებლის მისაღებად, საკმარისია, ვიდეობანკის გამოყენებით, დაუკავშირდეთ ოპერატორს, როგორც მობილური აპლიკაციების გამოყენებით iPhone-ებისთვის და Android-ებისთვის, ასევე კომპიუტერიდან მისამართზე – videobank.ge და ვითიბი ბანკის ფილიალებში განთავსებული ვედეობანკის ზონებიდან. ვებ გვერდიდან videobank.ge შესაძლებელია ვიდეობანკში დარეკვა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. უბრალოდ აირჩიეთ ღილაკი „დარეკვა“. ხოლო აპლიკაციებით სარგებლობისას აუცილებელია ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით შესვლა. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები