თბილისში, სკვერში, სკამზე გაყინული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სკამზე 50 წლამდე მამაკაცის გაყინული ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, მისი ვინაობა უცნობია.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.