კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 182, იმერეთში – 52, შიდა ქართლში – 29

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 182, იმერეთში – 52, შიდა ქართლში – 29, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 29, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები