დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
“ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბარამიძის, სადმელის, სამოცდამეშვიდე, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, კაკაბაძის, გამყრელიძის, ველისციხის, ამირანაშვილისა და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გარიყულის, ჩარგლის, გამყრელიძის, სიხარულიძის, თიანეთისა და ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, რომელაშვილისა და ისაკიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბისა და საბურთალოს რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, იუნკერთა, მიხეილ იოსელიანის, ფეიქართა, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუასა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ჭირნახულისა და ფრანგულიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის II კვარტლის, ბალადანის, სერგო წულაძის, მეველეს, ბოგდან ხმელნიცკის, გუდარეხის, ივანე როსტომაშვილის, ჩარხის, მიხეილ აბრამიშვილის, დიდგორის, ციხისძირის, ლერწმის, ხევის, შალვა დოლიძის, თეთრიწყაროს, ჩოხელის, სახალხოს, სამგორის, მანავის, აბუსერიძე-ტბელისა და ბაქარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში”.