აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ავტომობილის ბოურდიურზე შევარდნა გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპოირტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.