ლაშა მესხი: პოზიცია და ოპოზიცია ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდეს!
ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი ქვეყანაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას ეხმიანება.
მისი აზრით, პოზიცია და ოპოზიცია ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდეს.
“ბოდიში, პოლიტ ბატალიებზე მეტად მე რეალურ პრობლემებზე მეფიქრება. მიმოიხედეთ ირგვლივ რა დღეშია ხალხი! ახლა მოქმედების დროა!
3 ნაბიჯი რაც სასწრაფოდ გადასადგმელია:
1. ეფექტური სოციალური პაკეტები. კოვიდ პანდემიის გამო, უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე გაშმაგებული ბანკების პირისპირ…
შველა სჭირდება ხალხს და ეს შველა უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური.
2. გაზრდილი უმუშევრობის დონის შემცირება. 50 000 მეტი შეომისუნარიანი ადამიანი გასაქცევად რომ ემზადება იმის ნახევრის აქ დასაქმება რომ მოხდეს, ცოტათი წინ წავალთ… საჭიროა გრძელვადიანი გეგმა სოფლის მეურნეობისა და ეროვნული მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის.
3. ვირუსის მართვის ეფექტური გეგმა. მანამ, სანამ ვაქცინა წამოგვეწევა, საპოვნია ოქროს შუალედი ქვეყნის გახსნასა და ადამიანების ჯანმრთელობას შორის, ისე რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.
ახლა პოლიტიკური ბატალიების დრო ნაკლებადაა! საჭიროა პოზიცია და ოპოზიცია გადმოვიდეს ხალხის მხარეს და ამ ვიწრო ბილიკიდან ქვეყანა სწრაფად გამოვიყვანოთ! დიახ მეგობრებო! დღეს ხალხისთვის ნომერ პირველი პრობლემა ეკონომიკური კრიზისია და არა პოლიტიკური”,- აღნიშნავს ლაშა მესხი.