თბილისში, სკვერში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სკვერში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო პირი, დაახლოებით, 50 წლამდე მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადებით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.