შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს.
ამის შესახებ მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მაგრამ ჩვენ ასევე უმრავლესობის შეხვედრაც გვქონდა და იქაც აბსოლუტურად ერთმხრივი მხარდაჭერა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას. აქ გუნდი ძალიან შეკრულია და ჩვენ მომართულები ვართ იმისკენ, რომ პროაქტიურად წინ წავწიოთ ქვეყანა.
ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერმინისტრი, რომლის პრემიერობის დროსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა გააკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.