რა პროცედურები მოჰყვება პრემიერის გადადგომას – კონსტიტუციონალისტის განმარტება

“პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერმინისტრსა და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს”, – ამის შესახებ “კვირასთან” საუბარში კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაია იმ პროცედურების თანმიმდევრობის თაობაზე საუბრობს, რაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოჰყვება.

მისივე თქმით, თუ ორ კვირაში აღნიშნული პროცედურის განხორციელება ვერ მოხერხდა, პარლამენტს კიდევ დამატებითი ორი კვირა ეძლევა, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ პრეზიდენტს უფლება აქვს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

“პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერმინისტრსა და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ ორ კვირაში არ მოხერხდა ეს, პარლამენტს კიდევ, დამატებით ორი კვირა ეძლევა პროცედურებისთვის. თუ ამ ვადაშიც ვერ მოხერხდა, პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს”, – განაცხადა ჩოკორაიამ.

გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები