ბათუმში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში მოსული უხვი ნალექის, გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

“ბათუმში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები