ცენტრალურ ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა – არიან დაშავებულები

ცენტრალურ ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

- რეკლამა -

- რეკლამა -

არსებული ინფორმაციით, რუისი-გორის გზის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც გზაზე შეფერხება გამოიწვია. უკან მომავალი მანქანები, ლიპყინულის გამო, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები