GALT & TAGGART-ი წელს 4.5 %-იან ინფლაციას პროგნოზირებს

2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია, სავარაუდოდ, 4.5% იქნება. GALT & TAGGART-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეზე დაბალია, რაც მთავრობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იხსნება. აქვე განმარტებულია, რომ ეროვნული ბანკის (სებ-ის) რეფინანსირების განაკვეთი უცვლელია 2020 წლის აგვისტოს შემდეგ. სებ-ის საბაზისო პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის მცირედით შემცირება, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განაკვეთის ზრდის ალბათობა მანამდეც არის.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სებ-ის ინტერვენციების მიუხედავად საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. 2020 წელს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მიმომხილველების განმარტებით, დონორი ორგანიზაციებიდან სავალუტო ჩამორიცხვებს უკავშირდება. მიმოხილვის თანახმად, სებ-მა 916 მლნ აშშ დოლარი გაყიდა 2020 წელს სავალუტო ბაზარზე სებ-ი აგრძელებს სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაყიდვას ლარის მხარდასაჭერად, ინფლაციური წნეხის შესარბილებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები