როგორია წყნეთის გზაზე დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი ამობრუნდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, მოზარდი, მშობლების სურვილით, ამბულატორიიდან უკვე გაიყვანეს.
„არასწრულწლოვანის დაშავების თაობაზე გამოძახება შემოვიდა დაბა წყნეთიდან. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერთან, გაჩერებაზე მოსაცდელი ფასადი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. იგი გადაყვანილი იქნა წყნეთში, ამბოლატორიულ ცენტრში, „დოქტორ ჰაუსში“. თუმცა, ექიმის განცხადებით, პირელადი დათვალიერებით, მოზარდს არ აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები და არ საჭიროებდა სხვა დამატებით სამედიცინო ჩარევას. მშობლების სურვილით იგი გაყვანილ იქნა ამბულატორიიდან”, – განუმარტეს „კვირას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.