გიორგი ბოტკოველი: არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ნიკა მელია დააკავოს
“ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დააკავოს ნიკა მელია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლაში ყველა სამართლებრივი ბერკეტი იქნება გამოყენებული.
“ძალიან მაინტერესებს ბატონო ე.წ. დეპუტატებო, მოპარული ხმებით დამსხდარნო დღეს პარლამენტში, სახლში რომ დაბრუნდით, საკუთარმა შვილებმა, მშობლებმა, დებმა, ძმებმა, მეუღლეებმა რომ კითხვა დაგისვეს, რა პასუხი გაეცით, რომ რა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ თქვენ ვითომ ვინმე დამნაშავეს გამოუტანეთ თქვენი ე.წ. განაჩენი და დააჭირეთ იმ პულტის ღილაკს ხელი?
ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დააკავოს ნიკა მელია. ვერ დაიჭერს “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ სიმართლე დგას სწორედ ამ შემთხვევაში ნიკა მელიასა და ქართველი ხალხის მხარეს.
ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლისთვის, რომ არ მოხდეს ეს პროცესი”, – აცხადებს ბოტკოველი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.