კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 194, კახეთში 74, იმერეთში კი 49
“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევიდან თბილისში 194, კახეთში 74, იმერეთში კი 49 დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 36, გურია – 37, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 810, აჭარაში – 166, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 39, იმერეთში – 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.