კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო პროექტის – „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ – დახურვის ონლაინღონისძიებაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო პროექტის – „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ – დახურვის ონლაინღონისძიებაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში – მააიკე ვან კოლდამი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ინსტიტუტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები