დიმიტრი ხუნდაძე – ელისაშვილს: მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანენ აქედან და ქვეყანაში სამართალი იქნება დაცული

“სამწუხაროა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს, დეპუტატს და უფრო მეტიც – ადამიანი ადამიანს აკადრებს იმას, რაც არ უნდა აკადროს, მაგრამ სწორედ ამიტომ უმთავრესი უნდა იყოს სამართლის დაცვა”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასა და ალეკო ელისაშვილის სიტყვიერ დაპირისპირებას.

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, თუ გვინდა ჩვენ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, ნიკანორ მელიას იმუნიტეტი არ უნდა მოვუხსნათ, აქვე ამბობს, რომ ნიკანორ მელია გასცდა მასთან მიმართებით და იკადრა უფრო მეტი, ვიდრე ის ელოდებოდა, რომ აკადრებდნენ.

სამწუხაროა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს, დეპუტატსა და უფრო მეტიც – ადამიანი ადამიანს აკადრებს იმას, რაც არ უნდა აკადროს, მაგრამ სწორედ ამიტომ უმთავრესი უნდა იყოს სამართლის დაცვა. თქვენ რომ გაკადრათ და გასცა ზღვარს ნიკანორ მელია, ეს კიდევ ასატანია, მაგრამ როცა სამართალს კადრებს და სამართლებრივ ზღვარს სცდება, ეს სწორედ ის არის, რაც უქმნის საფრთხეს იმ ქვეყანას, რომელშიც ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ.

ნიკანორ მელიამ სულ რამდენიმე საათის წინ შემოგითვალათ, რომ შემოვა და ხელით გაგიტანთ. მე არ მგონია, რომ თქვენ ხელში აყვანით გაყვანას გთავაზობთ, ეს მიუღებელია. სწორედ მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანენ აქედან და ქვეყანაში სამართალი იქნება დაცული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა – „მზად ვარ, ნიკა მელიას ჩემი ხელფასი გადავურიცხო“, რაზეც მელიამ უპასუხა – „ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან – აგიღებ და გამოგიტან გარეთ”.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები