ნიკა მელიამ ფეისბუქ-რეკლამებში 50 000 ლარამდე დახარჯა
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ უარი განაცხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოას თანხის გადახდაზე, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ფეისბუქ-რეკლამებში დახარჯული ფული დაუთვალეს.
თავად მელია ამბობს, რომ გირაოს თანხა ერთხელ უკვე გადახდილი აქვს და მეორედ უსამართლოდ დააკისრეს, რის გადახდასაც არ აპირებს, თუნდაც იმიტომ, რომ, მისი თქმით, მას ეს თანხა არ გააჩნია.
საუბარია 40 000 ლარზე, რომელიც მელიას მას შემდეგ დაეკისრა, რაც ელექტრონული სამაჯური აქციაზე საჯაროდ მოიხსნა და, შესაბამისად, პირველად დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების პირობები დაარღვია.
აქვს თუ არა ნიკა მელიას 40 000 ლარის გადახდის შესაძლებლობა? სავარაუდოდ, სწორედ ამის საილუსტრაციოდ სოციალურ ქსელში გავრცელდა მონაცემები, სადაც ასახულია, თუ რამდენი დახარჯა მან ფეისბუქში საკუთარი პოსტების, ვიდეოებისა და განცხადებების დარეკლამებაში.
გავრცელებული მონაცემებით, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ფეისბუქ-რეკლამებში 2020 წლის აგვისტოდან დღემდე 15 090 დოლარი, ანუ დაახლოებით 50 000 ლარამდე დახარჯა.