CDC-ის დირექტორის განცხადებით, სკოლებში პირბადის ტარების წესების დაცვა მნიშვნელოვანია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ სკოლებში პირბადეების ტარების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პანდემიის პირობებში პირბადის ტარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სკოლების გახსნა, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამ რეგულაციის ზედმიწევნით შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პირბადის ტარების წესების უგულებელყოფა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სკოლებში“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები