რატომ არ აღიარა სომხეთმა არწახის “დამოუკიდებლობა” და არის თუ არა ეს შესაძლებელი დღეს – სერჟ სარგსიანის კომენტარი

სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებით, არწახის “დამოუკიდებლობის” აღიარება მოლაპარაკებათა პროცესის დასრულება იქნებოდა.

ამის შესახებ მან “არმნიუს”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“დავინახეთ, რით მთავრდება მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხში შეყვანა. ომამდე მივყავართ”, – თქვა მან.

2016 წლის არწახში აპრილის ომზე საუბრისას სარგსიანმა თქვა, რომ მაშინ ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს უთხრა – თუ ომი დიდი ხნით გაგრძელდებოდა, სომხეთი მთიან ყარაბაღს აღიარებდა.

“მადლობა ღმერთს, ომი მალე დასრულდა, ამიტომ ჩავთვალე, რომ აღიარება ნაადრევი იყო”, – თქვა მან და დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, 2020 წელს 44-დღიანი ომის შემდეგ რატომ არ აღიარა ამჟამინდელმა მთავრობამ.

კითხვაზე, არის თუ არა დაგვიანებული აღიარება, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა – “ადრე თუ გვიან ამას გავაკეთებთ”.

“მაგრამ სწორი დრო უნდა შევარჩიოთ. ვალდებულები ვიყავით, ეს გაგვეკეთებინა და მსოფლიოსთვის გვეთქვა – ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა განადგურებისგან ვიხსნათ. თუმცა, ასეთი შედეგის შემდეგ კაპიტულანტს პირობას წაუყენებდნენ ჩანაფიქრზე უარის თქმისთვის”, – აღნიშნა სარგსიანმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკული მომენტი ხელიდან არის გაშვებული და თუ ეს ომის დროს არ მოხდა, ახლა სომხეთის დიპლომატიას ძალიან გაუჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები