კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 328, იმერეთში 138, შიდა ქართლში კი 69

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევიდან 328 თბილისში, 138 იმერეთში, 69 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა”,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 138, ქვემო ქართლი – 25, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 816, აჭარაში – 152, იმერეთში – 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 38, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 113, ხოლო აჭარაში – 44.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 864 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 112 პირი, აჭარაში – 609, იმერეთში – 1 204″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები