ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა.
როგორც ჯანმოს განცხადებაში ვკითხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის დისტრიბუცია და გამოყენება მთელს მსოფლიოში ეტაპობრივად მოხდება.
„დღეს, ჯანმომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, ვაქცინა გამოყენებული იყოს გლობალურ მასშტაბში COVAX-ის პროგრამის მეშვეობით“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ვაქცინის წარმოებას დახვეწა სჭირდებოდა, რათა მისი ფართოდ გავრცელება რაც შეიძლება მალე მოხდეს.