თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კონკრეტული მონაკვეთის ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 2 კვირით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხნივ) მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები. მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, 2 კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები