რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

რუსეთი და ირანი ინდოეთის ოკეანეში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს 16 თებერვალს დაიწყებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანისა და რუსეთის სწავლება „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ დაიწყება ხვალ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

2019 წლის დეკემბრის ბოლოს ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში ჩატარდა ირანის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები.

მანევრები ოთხ დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები