ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან, სადაც შიდა კონსულტაციები განახლდება.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმშია.
დღის წესრიგით მთავარი განსახილველი საკითხია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ირგვლივ დაწყებული სამართლებრივი პროცესი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის. “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.