შალვა პაპუაშვილი: მოწადინებულები ვართ, რომ საბოლოოდ გვქონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა მეტ-ნაკლებად ვთანხმდებით
“მოწადინებულები ვართ, რომ საბოლოოდ გვქონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა მეტნაკლებად ვთანხმდებით”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელებენ და შენიშვნები განხილვის საკითხი იქნება.
„დღეს ჩვენ რაც წარმოვადგინეთ, ეს არის მემორანდუმზე დაფუძნებული ნორმატიული ტექსტი, რომელშიც ასახულია მემორანდუმის პუნქტები.
დღეს გვექნება მსჯელობა და ყველა შენიშვნა, რაც შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი იქნება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში შევჯერდებით. ვნახოთ, რა შენიშვნები აქვთ, მოწადინებულები ვართ, რომ საბოლოოდ გვქონდეს ისეთი სისტემა, რომელზეც ყველა მეტნაკლებად ვთანხმდებით, რომ არის კარგი სისტემა, ამიტომ, ყველა გონივრულ შენიშვნას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე შეხვედრას გამართავს.