გვინეაში ებოლას ციებ-ცხელების აფეთქებაა

გვინეის ჯანდაცვის უწყებებში განაცხადეს, რომ ქვეყნის სოფლის ერთ-ერთ თემში ებოლას ციებ-ცხელების აფეთქებაა.

ქვეყნის ეროვნულ ლაბორატორიაში განაცხადეს, რომ გამოვლენილია სამი შემთხვევა, ეს კი 2016 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული დაავადების ეპიდემია დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანმო-მ რისკ ზონებში შემავალ ქვეყნებს უკვე მიმართა, რომ სასაზღვრო რაიონებში ეპიდკონტროლი გაამკაცრონ.

წინასწარი მონაცემით, დაავადების ახალი აფეთქება გუეკეს თემში ადგილობრივი სამედიცინო პუნქტის მედდას გარდაცვალების შემდეგ დაფიქსირდა. ქალბატონი 28 იანვარს გარდაიცვალა, ამის შემდეგ ებოლას სიმპტომების მსგავსი ჩივილით სამედიცინო პუნქტს 6-მა პირმა მიმართა. მათგან ორი გარდაიცვალა, 4 კი ჰოსპიტალიზებულია.

ჯანმო ამჟამად ინტენსიურ კავშირზეა ლიბერიისა და სიერალეონეს ჯანდაცვის უწყებებთან.

ებოლა პირველად 1976 წელს გამოვლინდა. 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში დაავადების აფეთქების დროს, გვინეა სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები