საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები