კახა კალაძე ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი კახა კალაძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ზურა დოიჯაშვილი თბილისს, საქართველოს გამოაკლდა.
“ყველასთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გამოაკლდა ოჯახს, მეგობრებს, თბილისს, საქართველოს.
ვწუხვარ და ვიზიარებ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ გულისტკივილს!”,- წერს კალაძე.