აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ფონზე უსახლკაროების რიცხვმა მოიმატა

აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ფონზე უსახლკაროების რიცხვმა მოიმატა და მსუბუქ მანქანას საცხოვრებლად სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, ყოველი 500 ამერიკელიდან ერთი უსახლკაროა და ბოლო პერიოდში მათი აღრიცხვიანობის მიმართულებით გარკვეული სირთულეები გაჩნდა.

„იმ ადამიანებს, ვინც ავტომობილებში ცხოვრობენ, ჩვენ ვეძახით „დაფარულ უსახლკაროებს“ და ვშიშობთ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვმა უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია“, – აცხადებს კოლორადოს შტატის ერთ-ერთი თავშესაფრის დირექტორი.

მისივე თქმით, ბევრ ადამიანს ურჩევნია მსუბუქ მანქანაში ცხოვრება თავშესაფარში ყოფნას, რადგან ასე მათ აქვთ საშუალება დარჩნენ საკუთრი ოჯახის წევრებთან ერთად და ბევრისთვის, ქუჩაში დარჩენის მიზეზი კორონავირუსია – როგორც აღმოჩნდა, ბევრი უსახლკარო თავშესაფრებს სწორედ პანდემიის შიშით არიდებს თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები