იტალიაში, უამინდობის გამო ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა – დაღუპულია 1 ადამიანი

იტალიაში, ქალაქ ტურინის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. გაზეთ „Corriere della Sera“-ს ცნობით ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის მიზეზად გზის ზედაპირის მოყინვა სახელდება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები.

აპენინის ნახევარკუნძულზე ცივი ციკლონი მძვინვარებს, რომელმაც ცენტრალურ და სამხრეთ იტალაიში დიდთოვლობა გამოიწვია. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და მთიან რაიონებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. რამდენიმე ქალაქში დიდთოვლობის გამო სკოლები დაიკეტა. გარდა ამისა, შეფერხებებია საავტომობილო გზებზე, ხოლო მატარებლები კი, შეზღუდული რაოდენობით მოძრაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები