„ეს ნამდვილი ქარიშხალია, არმაგედონი, აპოკალიფსი„ – რა ვითარებაა მოსკოვში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა (ფოტოკოლაჟი)

მოსკოვი თოვლის რეკორდულმა რაოდენობამ დაფარა. ქალაქში მრავალკილომეტრიანი საცობებია. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, დღეს, მოსკოვში თებერვლის თვის ნალექის ნორმის მესამედი მოვიდა. თოვლით არის დაფარული პარკირების ადგილები, რის გამოც მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ..
ცნობლი ხდება, რომ „დომოდედოვოს“ აეროპორტში ფრენები გადაიდო. ასევე, გაჩერებულია რკინიგზა, ვინაიდან ლიანდაგების გასუფთავება დროულად ვერ ხერხდება. მოსახლეობა საკუთარი ძალებით წმენდს მეტროს სადგურების შესასვლელებს.

„ეს ნამდვილი თოვლისნი ქარბუქია, თოვლის არმაგედონი, აპოკალისი, ეს არ არის სასწავლო განგაში, ეს საბრძოლო ვითარების გამოცხადებაა“,- აცხადებს ამინდის ცენტრის „ფობოსის“ თანამშრომელი ევგენი ტიშკოვეცი.

მეტეოროლოგების ცნობით, ქალაქში ასეთი ნალექი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არ ყოფილა. მათივე თქმით, ინტენსიური თოვა დღეს საღამოს დაიკლებს, ხოლო კვირას სრულად შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები