24 საათში, გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით ინფიცირების 15 144 და გარდაცვალების 758 ფაქტი გამოვლინდა; აშშ-ში კი ინფიცირების 97 525 და გარდაცვალების 5 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა შემცირდა რეკორდული, 9.9%-ით, რამაც ფაქტიურად წაშალა ბოლო შვიდი წლის მიღწევები და ქვეყანა დააბრუნა 2013 წლის პოზიციებზე, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, გასული წლის ბოლო კვარტალში მშპ დაეცა 10%-ით, ხოლო სამსახურის გარეშე 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი დარჩა.

„სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში მოხსნილმა შეზღუდვებმა, მცირედით გააუმჯობესა ეკონომიკური სურათი, შეიმჩნეოდა პოზიტიური ტენდენციები. თუმცა, გასული წლის ბოლო კვარტალში მშპ დაეცა 10%-ით, ხოლო სამსახურის გარეშე დარჩა 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. ამასთან, ინგლისის ბანკის ინფორმაციით, ასეთი მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში იყო 1709 წელს, თითქმის 300 წლის წინ, როდესაც ევროპაში უჩვეულოდ ცივი ზამთარი იყო, რასაც მოჰყვა წყალდიდობები. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, წარმოებისა და მშენებლობის სფეროებში მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პანდემიამდე მდგომარეობისგან“, – წერს უცხოური მედია.

კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია გაერთიანებულ სამეფოში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულია, რომ 11 თებერვალს, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 15 144 და გარდაცვალების 758 ფაქტი გამოვლინდა.

„მეცნიერების აზრით, ე.წ კენტის შტამი, რომელიც გასული წლის სექტემბერში იქნა აღმოჩენილი, შესაძლებელია მალე მსოფლიოში კორონავირუსის დომინანტ შტამად იქცეს. აღნიშნული შტამი უკვე 50 ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი. თუმცა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ამ ეტაპზე, კენტის შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს“, – წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარია ენტონი ფაუჩის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და შეზღუდვების, მხოლოდ ეტაპობრივად შემსუბუქება.

„აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდში პირბადის ტარება , ხოლო შეზღუდვები თანდათან, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს. მისი განცხადებით ამერიკელებისთვის კიდევ მინიმუმ რამდენიმე თვის მანძილზე იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება.

„მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება პირბადის ტარება და აუცილებელია, რომ შეზღუდვები მოიხსნას ეტაპობრივად და ფრთხილად“ – განაცხადა ფაუჩიმ. ასევე, მისი განცხადებით, სკოლების გახსნა ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში არის სრულიად რეალური და ყველაფერი უნდა მოხდეს უსაფრთხოების ზომების დაცვით.

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 97 525 და გარდაცვალების 5 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა“, – აღნიშნავს უცხოური მედია.

კოვიდ 19-ზე საუბრისას ასევე მოცემულია საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უკვე 25% – ე.წ. ბრიტანულ ვარიანტზე, ხოლო 4-5% კი, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ე.წ. ბრაზილიურ შტამებზე მოდის.

„საფრანგეთის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მათ ვინც კორონავირუსის ინფექცია უკვე გადაიტანეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი აცრის გაკეთება შეუძლიათ, – წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარია ესპანეთში, უნგრეთში, სლოვენიაში, ბულგარეთში, რუსეთში, უკრაინასა და ბრაზილიაში არსებულ ვითარებაზე.

12 თებერვლის მონაცემებით, ესპანეთში 14 დღეში 100 000 მოსახლეზე, კორონავირუსით ინფიცირების 584 შემთხვევა დაფიქსირდა.

უნგრეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით „Sputnik V“ აცრა დაიწყო. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ ვაქცინით მხოლოდ ქრონიკული დაავადების არმქონე პირები აიცრებიან.
სლოვენიაში 15 თებერვლიდან ქვეყანაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები შემსუბუქდება. სკოლებს დაუბრუნდებიან დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. გაიხსნება მაღაზიები და მომსახურების ობიექტები, იმ პირობით, რომ მოხდება თანამშრომელთა ყოველკვირეული ტესტირება. ჯერჯერობით, ძალაში დარჩება 21:00-06:00 საათებში მოქმედი კომენდანტის საათი.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრი, კოსტადინ ანგელოვი აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინშია.

12 თებერვალს, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში კი, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 15 089 და გარდაცვალების 507 ფაქტი გამოვლინდა.

12 თებერვალს, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 4 773 და ლეტალობის 116 ფაქტი გამოვლინდა.
ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ბრაზილიის ამაზონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი (ე.წ. ბრაზილიური შტამი) შესაძლოა SARS-COV2-ზე სამჯერ უფრო გადამდები იყოს, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები