ნიგერიაში ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის აღმოსავლეთში სატვირთო მანქანისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, ადგილობრივი გაზეთი Vanguard-ი ავრცელებს.

„ავტოსაგზაო შემთხვევა კალაბარ-იტუს გზატკეცილზე მოხდა, ქალაქ ოკურიკანგის რაიონში. ადგილზე დაიღუპა 9 ადამიანი, კიდევ სამი მიღებული ტრავმების შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაშია“,- წერს Vanguard-ი.

შტატის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები