შალვა პაპუაშვილი – „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე ცვლილებებზე: ვნახეთ, თუ როგორ ტოვებენ „ლელოს“ პარტიის წევრები და ახლაც არის მოლოდინი, რომ დაახლოებით იგივე განმეორდება

“3 თვის განმავლობაში კამპანია, რომელიც ამ პარტიებმა ააგორეს, იყო ტყუილზე დაფუძნებული”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე ცვლილებებს.

მისი თქმით, ვნახეთ, თუ როგორ ტოვებენ „ლელოს“ პარტიის წევრები და ახლაც არის მოლოდინი, რომ დაახლოებით იგივე განმეორდება.

„3 თვის განმავლობაში კამპანია, რომელიც ამ პარტიებმა ააგორეს, იყო ტყუილზე დაფუძნებული და როცა კამპანია ტყუილზეა დაფუძნებული, საბოლოოდ, ის თვითონ ამ კამპანიის წევრებს ავნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან ავნო თვითონ ამ ჯგუფებს. ვხედავთ, როგორ წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ვხედავთ როგორ გაიხლიჩა „გირჩი“. ვნახეთ, თუ როგორ ტოვებენ „ლელოს“ პარტიის წევრები და ახლაც არის მოლოდინი, რომ დაახლოებით იგივე განმეორდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები