თურქეთში იზმირის პროვინციას ტორნადომ გადაუარა, არიან დაშავებულები (ფოტო)

თურქეთში იზმირის პროვინციას ტორნადომ გადაუარა, რის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, სტიქიურმა უბედურებამ ნგრევაც გამოიწვია.

CNN Turk იტყობინება, რომ გვიან ღამით იზმირში ძლიერი წვიმა და ქარი იყო, ამის შემდეგ სანაპიროს ტორნადომ გადაუარა.

სტიქიამ ათობით ავტომობილი და სახლი დააზიანა, პორტში ნავების ნაწილი დაზიანდა, ნაწილი კი ჩაიძირა.

ასევე, პორტში ტორნადომ კონტეინერები და “ამწე კრანები” წააქცია. ერთ-ერთი ამწეს ჩამოვარდნის დროს 9 ადამიანი დაშავდა.

აღინიშნება, რომ უამინდობამ ნგრევა ჩანაკალეს პროვინციაშიც გამოიწვია. ძლიერი ქარისა და წვიმის გარდა, აქ სეტყვაც შეინიშნებოდა. უამინდობის შედეგად, დაზიანებულია ავტომობილები და სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები