მსოფლიოს რიგით მეორე ლუდსახარში „ჰაინეკენი“ 8 ათასამდე სამუშაო ადგილს ამცირებს

ჰოლანდიური კომპანია „ჰაინეკენი“ გეგმავს 8 ათასამდე სამუშაო ადგილი შემცირებას, რათა ორი წლის განმავლობაში დაზოგოს 2 მილიარდამდე ევრო. მსოფლიოს რიგით მეორე ლუდსახარში კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ფინანსური სირთულეების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გავრცელდა კორონავირუსის პანდემია და, ფაქტობრივად, დაიხურა ტურისტული სექტორი.

“2020 წელს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ხარჯები დაბალანსებული ინვესტიციების გზით და შევეცადეთ, რომ ამ უჩვეულო პერიოდში არსებულ გამოწვევებს გავმკლავებოდით“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სამუშაო ადგილების შემცირებით დაზოგილი თანხები დაეხმარება კომპანიას მარკეტინგული ხარჯების აღდგენაში 2023 წლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები