დავით სერგეენკო: “რესპუბლიკური პარტიის” მოსაზრებას ოპტიმალურს ვერ დავარქმევდი, მაგრამ აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას აფასებს.
სერგეენკოს თქმით, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი სელექციური მიდგომა არ შეიძლება.
“რესპუბლიკური პარტიის” მოსაზრებას ოპტიმალურს ვერ დავარქმევდი, მაგრამ აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია იმ კომპრომისების მიღწევაში, რასაც საბოლოო შედეგად უნდა მოჰყვეს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციის გამართული და სრულყოფილი მუშაობა, როგორიც პარლამენტია. იმ საკითხებს, რაც შენ ქვეყანას ეხება, არ შეიძლება, რომ სელექციურად მოეკიდო – რომელია შენთვის კომფორტული და რომელი – არა”, – აღნიშნა სერგეენკო.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა, მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.