დავით სერგეენკო – ნიკა მელიაზე: კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო გირაოს საკითხთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებული საკითხი მარტივი არ არის.

“ეს საკითხი მარტივი არ არის, რადგან მართლმსაჯულებასთან ერთად პოლიტიკური შემადგენელია ძალიან დიდი. რაც  უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემი ღრმა რწმენით, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას ოპოზიციის, პოზიციისა და პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად. პარლამენტი რა საკითხს დააყენებს, ეს დამოკიდებული იქნება საგამოძიებო ორგანოების დასკვნასა და მომართვაზე”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები