ბაღდათის მერიამ და საკრებულომ „ჰერა“-ს წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირ „ჰერა“-ს წარმომადგენლებთან გააფორმეს.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამების (UNDP) დაფინანსებულ პროექტ „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ ფარგლებში მოეწერა.
მემორანდუმი რომელსაც ხელი დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ მოაწერეს, მიზნად ისახავს შემდეგ თანამშრომლობას: ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქალაქის მაცხოვრებლებსა და მმართველობას შორის კომუნიკაციის გაღრმავება და ქალთა როლის გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, მოიაზრება ზემოთ აღწერილი პროექტის ბენეფიციარებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
პროექტის ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაღრმავებისა და პოლიტიკური გადაწყეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვანია შემდეგი: ურთიერთ ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაღრმავება პროექტის ბენეფიციარებსა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის; პროექტის ბენეფიციარების საჭიროებებისა და მოლოდინების უკეთ გაგება; საზოგადოების და კერძოდ, პროექტის ბენეფიციართა საჭიროებეის ხარისხიანი შესწავლა
და მათი ობიექტური და დროული ინფორმირება; თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნა და განვითარება; ეფექტური მიმართვიანობის მომსახურების და გადამისამართების (რეფერირების) სისტემის დანერგვა–განვითარება; სამთავრობო სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ–სამოქალაქო სექტორს შორის მუდმივი, აქტიური დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის ფორმების სრულყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები