აშშ-ში 100-ზე მეტი რესპუბლიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი, ტრამპის გამო, ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

აშშ-ში ათობით რესპუბლიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ პარტიას არ სურს, შეეწინააღმდეგოს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მცდელობებს ქვეყანაში დემოკრატიას გამოუთხაროს ძირი. ისინი ახალი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავენ.

ამის შესახებ Reuters-ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც განხილვებში მონაწილეობდნენ.

წინასწარ მოლაპარაკებებში ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რომლებიც რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშის, ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და ტრამპის ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ, ასევე, ყოფილი ელჩები და სხვები.

გამოცემა წერს, რომ 5 თებერვალს მათგან 120-ზე მეტმა ონლაინ ტელეკონფერენცია გამართა, რომ ემსჯელა პარტიის შექმნაზე, რომელიც “პრინციპული კონსერვატიზმის” პლატფორმაზე აეგება, მათ შორის, კონსტიტუციის ერთგულებასა და კანონის უზენაესობაზე, რასაც, მათი აზრით, ტრამპი არ აღიარებდა.

Reuters-ი წერს, რომ პოლიტიკოსები არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების წარდგენას გეგმავენ, ასევე, მხარს დაუჭერენ ნებისმიერ კანდიდატს, იქნება ეს რესპუბლიკელების თუ დემოკრატების წარმომადგენელი, ვინც მათ ფასეულობებს გაიზიარებს.
პარტიის ახალ, სავარაუდო სახელწოდებებს შორის განიხილება – Integrity Party და Center Right Party.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები