ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა ვაქცინების დამტკიცება დააგვიანა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვაქცინების დამტკიცების აჭიანურებდა.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე თქვა.

“ნებართვები გვიან მივიღეთ და შესაძლოა, ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით, რომ იმას, რაც შევუკვეთეთ, დათქმულ ვადებში მივიღებდით. უნდა დავუსვათ თავს შეკითხვა, რატომ მოხდა ასე და რა გაკვეთილს გამოვიტანთ ამ გამოცდილებიდან”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მან ევროკავშირის პროგრამა დადებითად შეაფასა, რომლის შედეგად ვაქცინების შეკვეთა ბლოკის მიერ კოლექტიურად ხდებოდა.

მისი თქმით, ევროპაში ვაქცინაცია უფრო ძლიერდება, ამჟამად, 17 მილიონ ადამიანს 26 მილიონი ნემსი გაუკეთდა.

“მიზნის მისაღწევად მთელი ძალებით ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ზაფხულის ბოლოსთვის მოსახლეობის 70% იყოს აცრილი”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები