კადიროვმა ჩეჩნეთში პირბადის ტარების რეჟიმი გააუქმა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა რესპუბლიკაში საზოგადოებრივ ადგილებში ე.წ. ნიღბის ტარების რეჟიმი გააუქმა. ამის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რეგიონში ეპიდვითარება გაუმჯობესებულია.

ამის შესახებ მან Telegram-არხში დაწერა.

ამასთან, კადიროვმა მოსახლეობას შეახსენა იმ პირთა ინფიცირების საფრთხეებზე, რომლებიც რისკის ზონაში შედიან.

გარდა ამისა, ​რესპუბლიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში პირბადის ტარების რეჟიმი იქნება შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები