ესპანეთში იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, 6 თვის შემდეგ აცრიან

ესპანეთში იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, 6 თვის შემდეგ აცრიან

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 55 წლამდე პირებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მხოლოდ 6 თვის შემდეგ აცრიან.

უწყებაში ამგვარ გადაწყვეტილებას ხსნიან იმით, რომ 6 თვის განმავლობაში განმეორებითი ინფიცირება იმდენად იშვიათად ხდებოდა, რომ, პრაქტიკულად, გამონაკლისს წარმოადგენდა.

თუმცა, 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს ან ადამიანებს, რომელთა დაავადებები ვირუსს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის, ვაქცინაციის სტრატეგიის შესაბამისად აცრიან.

ქვეყანაში პირველ ეტაპზე ვაქცინაცია უტარდებათ მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ პირებსა და მათ მომვლელებს,ასევე, მედიცინის მუშაკებს.

მას შემდეგ კი, რაც AstraZeneca-ს პრეპარატი გამოჩნდა, რომელიც ქვეყანაში მხოლოდ 55 წლამდე პირებისთვის არის ნებადართული, კატეგორიები გაფართოვდა და ახლა სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მუშაკებს შეეხება, როგორებიც არიან მასწავლებლები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, მეხანძრეები და სამხედროები, ფარმაცევტები, ფიზიოთერაპევტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები