ივერი მელაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ არ ვართ დამნაშავეები, ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დაესვას წერტილი ბრალდებას

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის და ნატალია ილიჩოვა წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოები არიან.

„დღიდან პირველი განცხადებისა, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებია, თვითონ იციან, ყოველ შემთხვევაში, დაცვის მხარეც და ბრალდებულებიც დარწმუნებული ვართ, რომ არ ვართ დამნაშავეები. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაესვას წერტილი ბრალდებას, თუ სიბინძურე რომ დავარქვათ, ეს არის აქ, სხვა არაფერი”, – აცხადებს ივერი მელაშვილი.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ისინი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს 20 -20 ათას – ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები