ირანის პარლამენტის სპიკერი: ყარაბაღში ომის შემდეგ, რეგიონში ტერორიზმის სახით “მიძინებული საფრთხეები” რჩება

“მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება ირანის ჩრდილოეთის საზღვართან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს გამოიწვევდა”, – განაცხადა რუსეთის დიპლომატიურ აკადემიაში გამოსვლისას ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაგერ გალიბაფმა.

მისი თქმით, თეირანში კმაყოფილები არიან იმით, რომ რუსეთის ძალისხმევით ომის სწრაფი დასრულება მოხერხდა, თუმცა, რეგიონში “მიძინებული საფრთხეები” მაინც რჩება.

კერძოდ, პოლიტიკოსი ტერორისტულ საფრთხეს გულისხმობს და ხაზს უსვამს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეღოს ბოლო რეგიონში ტერორისტული ძალების ყოფნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები