იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერს დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახელმწიფო პოლიცია ავრცელებს.
„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მუშაობისა და საქართველოს მეკავშირე ოფიცრის ჩართულობის წყალობით, შესაძლებელი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება“, – ნათქვამია იტალიის სახელმწიფო პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიაში დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.