რუსეთმა აშშ თავის საზღვრებთან დაძაბულობის კერების შექმნაში დაადანაშაულა
“აშშ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს არ ეშვება, რომ ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერები შეიქმნას”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ბელორუსში განვითარებული მოვლენები.
“დასავლეთში, ისევე როგორც აშშ-ში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს არ ეშვებიან, რომ ამით რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერები შეიქმნას. ცდილობენ, ხელი შეუშალონ ყოფილ რესპუბლიკებს შორის ინტეგრაციულ პროცესებს და, საბოლოოდ, სურთ ისტორიულად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საერთო სივრცის დანგრევა”, – თქვა დიპლომატმა.