ბელგიაში პოლიციამ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის რამდენიმე წვეულება დაშალა

უცხოური მედია წერს, რომ ბელგიაში, ბრიუსელში პოლიციამ დაშალა კიდევ ერთი წვეულება, რომელსაც 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. წვეულების თითოეული დამსწრე პირი დაჯარიმდა 750 ევროთი, ხოლო წვეულების ორგანიზატორი გადაიხდის ჯარიმას 4 ათასი ევროს ოდენობით.
ასევე, ქალაქ ანტვერპენში პოლიციამ დაშალა სამი სხვადასხვა წვეულება, რომელიც კოვიდ რეგულაციების უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა. 7 თებერვალს, გამთენიისას პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ შეკრებილები არღვევდნენ რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს. დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას.
გენტში 6-7 თებერვალს სამართალდამცავებმა დაშალეს 87 სხვადასხვა შეკრება, რომელიც კოვიდ წესების დარღვევით მიმდინარეობდა. წვეულებების მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა 250, წვეულების ორგანიზატორები კი 750 ევროთი. პოლიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ხალხმრავალი შეკრებები, ამიტომ, ისინი უფრო მკაცრად გააკონტროლებენ კოვიდ რეგულაციების დაცვის პროცესს.
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ბელგიაში ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი გაიზარდა 11%-ით, გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, მზარდია კოვიდ ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები