ნიდერლანდების მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათი 2 მარტამდე გაახანგრძლივა

ნიდერლანდების მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათი 2 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ფერდინანდ გრაპერხაუუსმა განაცხადა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება, ჯერ კიდევ გაუგებარია, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები ბრიტანული შტამის გავრცელების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
თავის მხრივ, ნიდერლანდების პოლიციაში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მთავრობის გადაწყვეტილებას და ე.წ. კომენდანტის საათის შესრულებას უზრუნველყოფენ.
ნიდერლანდებში ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს. ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ,,კომენდანტის საათი,, მოქმედებს. აღნიშნულმა შეზღუდვამ რამდენიმედღიანი მანიფესტაციებიც გამოიწვია, რის შედეგადაც პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები